“ტვ პირველის” ინფორმაციით, მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ სუს-ის თანამშრომლები ყველას უსმენენ, მათ შორის ლიდერებს, დეპუტატებს, პარლამენტარებს.
მედია აქვეყნებს სტენოგრამას, სადაც, მათი მტკიცებით, ვანო ზარდიაშვილი კახი კახიშვილს ესაუბრება 2020 წლის საარჩევნო პერიოდის შემდეგ და ეუბნება:
“ბევრ რამეს ვხვდები… რა რუსთავი2, რუსთავის 2-ის გამო მომი@@ნეს დედის @რაკი. მთელი ცხოვრება დამენგრა და მე მი@@ნავენ ისევ დედის @რაკს, ბესელია ზის ისევ მაგათ ეთერებში და მაგას აპიარებენ და მეტი რა გინდა.
საბლატაო გაქვს, რომ პირველ ადგილზე, მიუხედავად იმისა რომ სერგეენკოს ამხელა ჯანდაცვის პროექტები ჰქონდა და მილიარდები აქვს ნახარჯი, ოდიშარიას უდიდესი ფული აქვს და კრწანისში ცუდი სიტუაციაა, კობიაშვილს მთელი სახელმწიფო, მერია ეხმარებოდა და ესე მოყევი მაგაში, აიღე პირველი ადგილი, ეგ იცოდე, მაგარია, იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ხმები აიღე, აი, შენ რომ გლდანის ნახევარი პადეშკა გქონოდა…”
ვანო ზარდიაშვილი მედიასთან ამტკიცებს, რომ “დაახლოებით მსგავსი საუბარი შედგა, მაგრამ არა ტელეფონით, არამედ 400 ადამიანის თანდასწრებით”
კომენტარები