ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
“ღარიბაშვილის წუხილი; გოდება! ვაება!
ნახეთ, რა თქვა:
“… რა გზა გავიარეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში?
ჩვენივე ხელით დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, საათივით აწყობილი, გამართული, ქარხნები, ფაბრიკები, საწარმოები, ყველაფერი დავშალეთ, დავანგრიეთ …”
აი, ეს თქვა ღარიბაშვილმა დღეს!
და აზრიც არ აქვს იმის შეხსენებას, რომ 30 წლის წინ და, თუ გნებავთ, 30 წლის განმავლობაში (თავად ამბობს, განმავლიბაშიო), ჩვენ მართლაც დავანგრიეთ!!! ვიმეორებ – დავანგრიეთ!!! საბჭოთა და საათივით აწყობილი ქარხნები! საბჭოთა ფაბრიკები! საბჭოთა საწარმოები!!!
დიახ, დავანგრიეთ ერთიან სისტემაში ჩართული ჩვენადწოდებული, რუსეთთან საერთო, საბჭოთა ეკონომიკა! ერთიანი სისტემა!
ოღონდ, მეც ვიმეორევ ამას და მიხარია! მიხარია, რომ დავანგრიეთ და ისიც ამბობს ამასვე და სწუხს! ესაა განსხვავება!
×××
რას მისტირით ამ ამოძახილით, პრემიერო?”
კომენტარები