ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“იმედი” ამზადებს სიუჟეტს იმის შესახებ, რომ ნიკა გვარამიას სურს, რომ ეს ხელისუფლება დაემხოს.
ასე ბევრს სურს.
სურვილი და აზრები არაა დანაშაული.
ეს არც მოწოდებაა დამხობისაკენ და არც მონაწილეობაა დამხობაში.
ჩემი კომენტარი კი იყო ასეთი: ” მე მინდა დავამხო ხელისუფლება, საარჩევნო ყუთში ჩაგდებული ბიულეტენით”! “იმედზე” იქნება ”მე მინდა დავამხო”!
მერე საუბარი იქნება დამხობისათვის საჭირო ათასობით საბურავზე და ასე შემდეგ. აქ კი ცოტა რთულია იმის მტკიცება, რომ ამას ხუმრობით ვამბობ. მგონი არც კი ჩავიღიმე ორაზროვნად.
მოკლედ,შარში გამაბეს”
კომენტარები