ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა “სარკესთან” ამბობს:
„იქამდეც ვერ მივედით, რომ პირბადე გავაპროტესტოთ, არათუ ადამიანების დასტრესვა და საინფორმაციო ომი, ყოველ დილას რომ გვიცხადებენ 182, თუ 198 ინფიცირებულიაო…
როგორც აცხადებენ, ყველა ქვეყანაში, სადაც ბევრი ინფიცირებულია, სწავლა დაიწყო. აბსოლუტურად ყველგან მუშაობს სკოლები და ბაღები, მაინცდამაინც ჩვენთან რატომ დაინერგა ეს ონლაინ სწავლება ვერ ჩავწვდი.
მე მინდა თავისუფალი ცხოვრება და გამიშვით! ვისაც ეშინია, იყოს სახლში, არავინ ეპატიჟება გარეთ! ვისაც არ გვეშინია, ხომ შეგვიძლია თავისუფლად ვიცხოვროთ“
კომენტარები