ქართული ქარტიის ხელმოწერასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:
„ქარტიის მიზანი იყო, დაგვენახა, რისი გაკეთება შეიძლებოდა იმისთვის, რომ 15 დეკემბერს დაწყებული ევროინტეგრაციის გზა არ შეჩერებულიყო და ჩვენთვის, როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, წლის ბოლოს მოლაპარაკებები გახსნილიყო. ჩემთვის ნათელი იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად მმართველი პარტია არ აპირებდა ამ 9 ნაბიჯის თუნდაც ნაწილი შეესრულებინა.
როდესაც 7 თებერვალს ქარტიაზე კონსულტაციები დავიწყე, მე მმართველ პარტიას და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მაინც მივმართე, ჩართულიყვნენ თუ ამის სურვილი ექნებოდათ, რადგან მისგან პასუხი არ მიმიღია, შემდეგ მივმართე ახალ დანიშნულ თავმჯდომარეს, რომელიც დღეს შერბილებას თამაშობს, ვითომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგი იყო და დღეს უცხოელებთან ამ როლშია, თითქოს სხვებისგან ცოტა განსხვავებულია. არ ვიცი ეს სანქციების თემას უკავშირდება თუ არა, მაგრამ არც მისგან მიმიღია რაიმე პასუხი“
კომენტარები