“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
“მე მყარად მჯერა, რომ ჩვენ ფასეულობების ომში ვართ და ბიძინა საბჭოთა, მავნებლურ, ბოროტ ფასეულობებს განასახიერებს.
მე მყარად მჯერა რომ ბოროტების იდეის დამარცხება მხოლოდ განსხვავებულ, სიკეთის იდეას და ამ იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს შეუძლიათ.
ერთიანი შეიძლება იყო მხოლოდ მიზნის და იდეის გარშემო და ჩემს შემთხვევაში ეს მიზანი სამშვიდობოს გასვლა და თავისუფალ სამყაროში თავის დამკვიდრებაა.
ჩემი მიზნიდან გამომდინარე, ერთიანი შეიძლება ვიყო მხოლოდ იმ ადამიანებთან:
1) ვისაც უკლებლივ ყველა ადამიანის თავისუფლების, სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლების სჯერა და ამ ბრძოლაში უკან არ იხევს, არ იმალება.
2) სჯერა, რომ თავისუფლება თუ რამეს ნიშნავს, პირველ რიგში იმის თქმის უფლებას, რისი მოსმენაც არ გსურს.
3) ვის სიტყვასაც ფასი აქვს და რასაც იტყვის, ასრულებს.
ფიზიკურად ვერ დავდებ ჩემს რეპუტაციას იმ ხალხზე, ვის სიტყვასაც ფასი არ აქვს. მიცდია და ძალიან, ძალიან სამარცხვინო
მდგომარეობაში გაგდებენ – ბრძოლაშიც უკან გხევენ, შენ მიმართ ნდობასაც არყევენ – გსვრიან.
თავისუფლების მოყვარე, პრინციპული ადამიანი ცოტაზე ბევრია და ასეთი ადამიანების ერთობაზე დგას ბრძოლის წარმატება.
კონფორმისტების იმედად ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ – როცა მოგებისკენ წავალთ, კონფორმისტები თავად შეიცვლიან ფერს და ძალის მხარეს დაიჭერენ.”
კომენტარები