პუბლიცისტი პაატა ქურდაძე:
,,ერთი სული მაქვს, როდის მოვა 15 სექტემბერი, რომ ნამდვილმა საცობებმა იქნებ ცოტათი მაინც დააოკოს ეს ოთხბორბლიანი პრიმიტივები, რომლებითაც სავსეა საქართველოს გზები. მე პირადად რეანიმაციაში წოლას ისევ საცობში დგომა მირჩევნია! შორ მანძილებზე რომ არაფერი ვთქვა, მცხეთიდან თბილისში ყოველ წასვლა წამოსვლაზე, რაც თითქმის ყოველდღე მიწევს. ასე მგონია რაღაც საშიშ ვიდეოთამაშში ვცხოვრობ,ჩემზე ნადირობენ და ყოველი გადარჩენისას ქულა მეწერება …
თითქმის დარწმუნებული ვარ , რამე რომ იყოს და აიძულო, ქართველი მძღოლების 80% ავტომობილის მართვის ტესტს, განსაკუთრებით თეორიას ვერ ჩააბარებს.. რა თქმა უნდა ნამდვილი გამოცდა მაქვს მხედველობაში.. – ამ 80% ში შედის მძიმე წონიანების მძღოლები, თავად პატრული და საზ ტრანსპორტის მძღოლებიც.. ტაქსისტებზე ნურაფერს მკითხავთ.. მათ დანახვაზე ნერვიული კონვულსიები მეწყება!.. არ იფიქროთ თითქოს ჰაერიდან მომაქვს ეს პროცენტი.. როდესაც თეთრ “ლიმუზინებში” ჩაწოლილი პატრულის თვალწინ ათიდან მინიმუმ შვიდი მძღოლი ერთი და იგივე საშიშ სისულელეს აკეთებს მართვისას და გულწრფელად ჯერა რომ არაფერს აშავებს, ეს უკვე შეცდომა კი არა – ეს მოძრაობის საბაზისო წესების საყოველთაო და სრული უცოდინრობაა. შემიძლია სათითაოდ ჩამოვთვალო მოძრაობის ეს ყველაზე ელემენტარული წესები.. უბრალოდ ძალიან გრძელი სტატუსი გამომივა. ამას ჯობია, პატრულის თნამშრომლებს მაინც აიძულონ მოძრაობის წესების წიგნში ჩახედვა ხანდახან… თორემ როგორც ვატყობ დარღვევა მარტო რუსთაველზე და ჭავჭავაძეზე ერთი წამით ავტომობილის შეჩერება გონიათ.
PS: მხოლოდ ახლა არ დამიწყოთ გათვითცნობიერებულებმა, იტალიაში უარესია და ინდოეთში საერთოდ კატასტროფაო… ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პაკისტანის რომელიმე გზაზე ამკრეფენ ნაწილნაწილ , თუ აღმაშენებლის ხეივნის მშობლიური ასფალტიდან.”
კომენტარები