უცნობია, თუ რამდენ ხანს გაძლებს ამ მდგომარეობაში – უთხრა ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი მოინახულა.
„ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება. დასუსტებულია და მე რაც მომეჩვენა იმას ვამბობ, რამდენ ხანს გაუძლებს ასე არ ვიცი. მე ასეთ რამეს მოვკარი ყური, თუ ეს მისი ჯანმრთელობის ბრალია, ანუ ეს თუ მისგან დამოუკიდებლად ხდება მისი ასეთი დასუსტება, მაშინ ეს ძალიან საგანგაშოა. მე ასევე გამიგია, რომ სპეციალურად აკეთებს ამას. თუ თავად აკეთებს, მე მინდა გითხრათ, რომ მე ვცდილობ ხოლმე ვიმარხულო და ასე არ გამომდის, ასე ვერ ვისუსტებ თავს“, – აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.
კომენტარები