„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის განცხადებით ოპოზიციური პარტიების ყველაზე დიდი საერთო მალხაზ მაჩალიკაშვილია და მათი ვალია თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე ყველა დამნაშავის დასჯა. ჭალიძეს მიაჩნია, რომ მაჩალიკაშვილი იმ ბრძოლის სიმბოლოა, რომელშიც სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს ბოროტებაზედა დროა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ შესაბამისი პასუხი მიიღოს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თქმით მაჩალიკაშვილის საქმე უნდა გახდეს საწყისი სხვა ყველა გამოუძიებელი საქმეების ობიექტური გამოძიებისა:
,,მე ყველა ოპოზიციურ პარტიაში ვარ” ეს მალხაზ მაჩალიკაშვილის სიტყვებია.
დიახ, ყველაზე დიდი საერთო, რაც ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს/ჰყავს არის მალხაზ მაჩალიკაშვილი. ყველა ოპოზიციური პარტიის ვალია თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე ყველა დამნაშავის დასჯა. რაც უნდა გახდეს საწყისი სხვა ყველა გამოუძიებელი საქმეების ობიექტური გამოძიებისა.
დიახ, მალხაზ მაჩალიკაშვილია იმ ბრძოლის სიმბოლო, რომელშიც სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს ბოროტებაზე. დამსხვრეული ოცნებების პარტიამ ბევრ ადამიანს დაუმსხვრია ოცნებები და დროა მიიღოს შესაბამისი პასუხი. მე როგორც ერთი რიგითი ოპოზიციონერი ჯარისქალი პირობას ვდებ რომ ვიზრუნებ ბრძოლა დასრულდეს სიმართლის და სიკეთის გამარჯვებით. შეუძლებელი უნდა შევძლოთ ყველამ ერთად” – წერს საკუთარ სოციალურ ქსელში თეონა ჭალიძე
კომენტარები