ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე სოციალურ ქსელში, წერს:
“ასე იცის სათბურში გამოყვანილი “ლიდერების” მმართველობამ, როდესაც ხალხი კი არა, ერთი კაცი გირჩევს. ვადამდელი არჩევნების გარდა არაფერი აღარ უშველის ამ ამბავს.
არადა, ბოიკოტის იდეას თავიდან არ ვემხრობოდი. მე, როგორც ერთი ზომიერი ადამიანი, რომელსაც დიდი შეთანხმების მოლოდინი მქონდა, დღეს დავმარცხდი.”
დიანა ტრაპაიძის ამ პოსტს “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგი ამუნათებს, ზოგი ლანძღვას, ზოგი ჭკუას არიგებს, ზოგმა კიდევ “ასეც იცოდა…”
მაგალითად:
“ნაცობას უმუშევრობა ჯობია ისე რომ იცოდე”
“ცოტა მოხვდა მაგას. მეტი უნდა ერტყათ”
“არ გრცხვენიათ.? თუ დაკვეთაა უკრაინიდან ჯიგრულ პონტში?”
“ზომიერი იყავი15 წლის წინ. ეხლა მაგათი ხარ დიანა. შტერი არა ვინაა”
კომენტარები