უფლებადამცველი ბაია პატარაია:
,,როცა ადამიანი გადაღლილია, უძინარია, გადამწვარია, მას ბიოლოგიურად ეცლება ჰორმონები – გახსოვდეთ! სხეულისთვის უკიდურესი სტრესია უძილობა და გადაქანცვა. ამ დროს ადამიანს აღარ შეუძლია თმენა, აქვს უბედურების და სასოწარკვეთის განცდა – ასეთია ჩვენი სხეული.
მე როგორც გამოცდილმა აქტივისტმა, რომელიც ბევრჯერ ვყოფილვარ გადამწვარი, ვიცი, რომ ასეთ დროს, ჩემ შეგრძნებებს არ უნდა ვენდო; ვიცი, რომ როცა დავისვენებ, ეს გაღიზიანებულობა და უიმედობა გამივლის. როცა გადამწვარი ვარ, არ ვაჟღერებ ჩემ უბედურების განცდებს საჯაროდ. შეიძლება ვეწუწუნო მეგობარს, ან ვიტირო კიდეც იქ, სადაც ყველა ჩემიანია, მაგრამ – არა საჯაროდ!
რატომ? განა იმიტომ რომ ჩემ ადამიანობას და სისუსტეს არ ვაღიარებ, არა. როცა საჯარო პირი ხარ, ყველა შემოგყურებს და გაკვირდება – მტერი ჩასაფრებით, შენიანები კი მაგალითის ასაღებად. და როცა არ ვარ სამაგალითო ფორმაში, ვიცი, რომ უნდა გავეცალო საჯარო სივრცეს და მოვშუშდე. მანამდე ჩამანაცვლებენ ჩემი თანამებრძოლები, ცხადია. საბედნიეროდ, ერთ ადამიანზე არასდროს არაფერი დგას.
ეს ამდენი კი იმიტომ მოვყევი, რომ ძალიან ბევრი აპათია, საყვედური და დამუნათება შემხვდა ამ დღეებში იმ გადასარევი ადამიანებისგან, ვინც ღამეები ათია, დაიქანცა, დაავადდა… მე ეს ვისწავლე ჩემივე შეცდომებზე და რაღაც დროს მეც მომაშველეს ეს ცოდნა, რომ გადამწვარზე ყველაფერი არ უნდა მეწერა და მეთქვა საჯაროდ :))))))
საბოლოოდ, ძალიან ვამაყობ, რომ სამი ღამე ზედიზედ ვიბრძოლეთ . ეს ჩვენთვის ახალია, მაგრამ მორიგეობას თუ არ ვისწავლით, ამოვწყდებით, ხალხო :)))
დროა, მეტად დავორგანიზდეთ, მორიგეობა ვისწავლოთ, და მერე სამი ღამე კი არა, სამი თვე შევძლებთ უწყვეტ აქციებს!”
კომენტარები