ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა:
,,მე როგორც “ნათელაშვილის ფანჩატურის” მონაწილეს კარგად მახსოვს ე.წ. ოპოზიციის ფიცი-მტკიცი, ხელწერილი და თქვენ წარმოიდგინეთ დაგინებაც კი, რომ არასგზით არ შევიდოდნენ ივანიშვილის ნაყალბებ პარლამენტში, მაგრამ აჩხრიალდა რა ოლიგარქის “ვერცხლის ქისა” ერთმანეთს ასწრებდნენ პარლამენტში შევარდნას.
ეს ისტორია იმიტომ გაიხსენე, რომ დღეს ვინც ჩოხის კალთებს თუ ჩიხთიკოპს იხევს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარს არ დავუჭერთო ისეთივე სანდოა, როგორც “ფანჩატურში” დადებული ფიც-ვერცხლი.
მაგრამ მთავარი ისაა, რომ ივანიშვილი მორიგ ტრიუკს ათამაშებს, ორ გროშიან საპნის ოპერას, სალომე ზურაბიშვილი მას ჭირდება როგორც ოპოზიციის ლიდერად, იმპიჩმენტ-სპექტაკლი კი მის ლეგიტიმაციისათვის შიგნით თუ გარეთ “დასაბოლებლად” , რომელიც ისე გაუძღვება ერს ევროპისაკენ როგორც წმინდა ნინოს ჯვრით წინ წარუძღოდა მორწმუნე მრევლს?, მიაკრავს ათასგზის ნაყიდ, ნახმარ, ნაქოცარ თუ ნანაცარ პარტიებს, არჩევნების შემდეგ კი მათთან ჩამოაყალიბებს ე.წ. კოალიციური მთავრობას, რათა იყოს და იყოს ამ ქვეყნის ბატონ-პატრონად.
P. S. ორ თვეში გასახსენებელი პოსტი.?”
კომენტარები