,,დროა” ბიზნესმენ დავით ხიდაშელისა და პარალმენტარ გია ვოლსკის შეხვედრის კადრს აქვეყნებს, რასაც, როგორც თავად ამბობენ, პარალმენტთან კაფეში შეესწრნენ და წერს:
,,ამ წუთებში რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი და რუსი დეპუტატი გია ვოლსკი ერთმანეთს ხვდებიან კაფე მელოგრანოში, საქართველოს პარლამენტის გვერდით.
განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
– აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა;
– პირდაპირი ურთიერთობა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან;
– საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების არაფორმალური შეხვედრები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან აფხაზეთში;
– ბიზნეს ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.”
მოგვიანებით კი, ,,დროამ” საუბრის დეტალებსიც გამოაქვეყნა:
,,ნაწყვეტები რუსი ოლიგარქის დავით ხიდაშელისა და გია ვოლსკის საუბრიდან:
1. რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი პირდაპირ ელაპარაკება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ პოზიციებს აცნობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის. ხიდაშელი ახსენებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შს მინისტრს, უშიშროების ყოფილ უფროსს;
2. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან;
3. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე;
4. “რკინიგზის 37 კმ. აფხაზეთში არის დანგრეული” – ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე;
5. “7 კომპანიაა და 20% დღგ” – ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
6. “მე რომ ეს თემა დავძრა უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი.” – ეუბნება გია ვოლსკი ხიდაშელს;
7. “ღარიბაშვილს ვეუბნებოდი აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია” – ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
8. “თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება” – ეუბნება გია ვოლსკი დავით ხიდაშელს.“
კომენტარები