ჟურნალისტი, თამო კეშელავა:
მე რომ გამაფრთხილა გუშინ გომელაურმა, გაწვიმდებაო, აი, მითხარით, მე რას ვუზამდი აქედან ანაკლიაში და ქობულეთში შტორმს?მე რატომ მიგზავნის მესიჯს, გაწვიმდებაო?მოსახლეობამ, არავინ მოსულა, არავინ მოგვაქცია ყურადღებაო და სად ჯანდაბაშია ადგილობრივი ხელისუფლება?გააფრთხილა ვინმემ, ანაკლია და აჭარა მოსალოდნელ შტორმზე?მოულოდნელად ამოვარდა შტორმი და არ იყო მოსალოდნელი?მე კი არა, ადგილობრივ ხელისუფლებას დაურეკეს? პრევენციული ღონისძიებები გაატარეს?და ჩემ კოლეგებსაც ვკითხავ – ენგური წვიმის გამო გადმოვიდა კალაპოტიდანო, რომ წერთ, დარწმუნებულნი ხართ, რომ წვიმის გამო გადმოვიდა კალაპოტიდან და არა იმიტომ, რომ დედა არ ჰყავს ლამის ყველა მდინარის კალაპოტს?წვიმის გამო შეიძლება, კი, მდინარე ადიდდეს, მაგრამ იმის პროგნოზირებაც შეიძლება კალაპოტს რისი დატევა შეუძლია და როდის და რა ქნა გუშინ მთავრობამ, გააფრთხილა ადგილობრივი ხელისუფლებები? დაათვალიერეს სამეგრელოში მდინარეების კალაპოტები და საფრთხე წინასწარ ვინმემ გაითვალისწინა?სად რამდენი ნალექი იყო მოსალოდნელი, ინფორმაცია დაიგზავნა?პრევენციისთვის რამე გაკეთდა?ოკ, პრევენციას ვეღარ ასწრებდნენ, დავუშვათ, მოსალოდნელი საფრთხეების პირობებში, პირველადი სამუშაო გადანაწილდა?გუშინ საღამოს, მაგალითად, შეიკრა ჯგუფები, რომლებსაც კონკრეტული ადგილების კონტროლი და პირველადი დახმარება დაევალა?არა, ხომ? არც ერთი, ხომ?მე უნდა გამეკეთებია ეს?თუ, მე რატომ მიგზავნის შსს მესიჯს, წვიმდებაო?ბათინკი რომ ჩავიცვა და ჩექმა?
კომენტარები