ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი
ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე დაინტერესდა, რა ზომებს მიიღებს პოლიცია იმ შემთხვევაში, თუ ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქციას დადგამს და ჩაითვლება თუ არა საფრთხისშემცველად? შეკითხვა დეპუტატმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი მიქანაძეს დაუსვა, რომელიც პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს წარადგენს.
“მე რომ ხვალ აქცია მოვაწყო და იმ ჯვრის ფორმის კონსტრუქციის გვერდით დავამონტაჟო ჯვრის ფორმის კონსტრუქცია, შექმნის თუ არა ეს საფრთხეს ამ კანონის მიხედვით? თუ ის უკანონოა რატომ არ იღებთ ზომებს?, – მიმართა სამნიძემ მიქანაძეს.
მიქანაძის თქმით, ნებისმიერი კონსტრუქციისა დემონტაჟისა და მონტაჟის გადაწყვეტილება, პროექტის მიხედვით, ინდივიდუალური შეფასების შედეგად მიიღება:
“ნებისმიერი კონსტრუქცია, რაც არ უნდა იყოს და არა აქვს მნიშვნელობა რაზეა საუბარი, უნდა მოხდეს მისი ინდივიდუალური შეფასება დამონტაჟებამდე თუ უკვე დამონტაჟებულის, თუკი ის რომელიმე კრიტერიუმით წარმოდგენილ დამატებასთან მიმართებაში საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა უსაფრთხოებას, სწორედ ამ შემთხვევაში, კონკრეტული შეფასების ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევაში არც ერთი დროებითი კონსტრუქცია არ ექვემდებარება არც ხელის შეშლას მონტაჟზე და არც მოთხოვნას დემონტაჟზე” ამბობს მიქანაძე.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” მორიგ რეპრესიული კანონპროექტს ოპონენტებმა უკვე უწოდეს რუსული კანონი ნომერი 2. მმართველი პოლიტიკური პარტია კანონპროექტით, მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებს და მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს დემონსტრანტებისთვის. “ოცნება” ცვლილებებს დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს.
კომენტარები