„მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი ნება რომ იყოს ან მე რომ პრემიერი ვიყო:
ვინაიდან ჩემი ღრმა რწმენით ეპიდემიური აფეთქების საშიშროება ჩვენს ქვეყანაში არც 3 და არც 6 თვის შემდეგ გადაივლის და ასე სახლში ვერ ვიჯდებით რაც შეიძლება სწრაფად.
1. გავაუქმებდი კომენდანტის საათს.
2. გავხსნიდი ყველა ორგანიზაციას. გარდა ისეთებისა სადაც ბევრი ხალხი იკრიბება. (მაგ: რესტორანი, კინოთეატრი და ა.შ.)
3. არ გავხსნიდი მეტროს ტრანსპორტიდან დავტოვებდი მხოლოდ ტაქსს. სამაგიეროდ შემოვიტანდი დიდი რაოდენობით ველოსიპედებს და დაბალკუბატურიან სკუტერებს, დავურიგებდი მოსახლეობას, ვისაც საშუალება არ აქვს უფასოდ, ზოგს კრედიტში, ზოგსაც თავის ფასში.ესეც გადაადგილების პრობლემის მოხსნა.
4. იზოლაციაში გადავიყვანდი უქონელ რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებს.
5. სოფლის მეურნეობას დიდი უპროცენტო კრედიტები.
6. დავაწესებდი დიდ ჯარიმებს დისტანცირების და ჰიგიენის ნორმების დარღვევაზე.
7. ავაგუგუნებდი ქვეყანას.
ახლა ჩვენ დროს ვკარგავთ, წინ შიმშილის ვირუსი გველის. “
კომენტარები