ყოფილი მაღალჩინოსანი, მუსიკოსი გოგა ხაჩიძე:
,,მე რომ საქართველოს ასი ათასი მოქალაქე ვიყო, დღესვე გავიდოდი რუსთაველზე და ერთ კვირის თავზე, იქით სამშაბათამდე, რიგგარეშე არჩევნებს დავანიშნინებდი, შემოდგომაზე, ბუნებრივი ბარიერით.
(გზებს ვიპოვიდი, ვაიძულებდი)
ამასთან ერთად, მე რომ საქართველოს ასი ათასი მოქალაქე ვიყო, ცესკოს ახალ თავჯდომარეს დავანიშნინებდი, საზოგადოებისთვის ცნობად და სანდო პიროვნებას,
ასევე – სუსის ახალ უფროსს, რომელიც არჩევნების ჩატარებამდე და სუსის გაუქმებამდე, სისტემას მოთოკავდა და არ მისცემდა ჩარევის საშუალებას (გზებს ვიპოვიდი, ვაიძულებდი)
მე რომ საქართველოს ასი ათასი მოქალაქე ვიყო, მინიმუმ ამას ვიზამდი დაუყოვნებლივ.”
კომენტარები