ცოტა ხნის წინ, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გააკრიტიკა
თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში, მოკლედ პასუხობს: “მე შაირი არ მინდოდა…)”
“დავამშვიდებ, არ მიმაჩნია ჩემი თავი ექსპერტად. მე მაქვს სამსახური, ვარ პროფესორი, ძალიან კარგი წიგნების ავტორი. თუ იმას ამბობს, რომ მე არასწორ პროგნოზებს ვაკეთებ, მისგან განსხვავებით ტყუილებს მაინც არ ვიძახი. მისი ძალიან ბევრი ტყუილის გახსენება შემიძლია, მაგალითად, რომ გიორგი მარგველაშვილი იყო “ნაცი” და ბევრსი მსგავსი. კიდევ მეორე ტესტს შევთავაზებ – გავიდეთ ხალხში, დავილაპარაკოთ და ვის მიმართ უფრო მეტი ნდობა ექნება ხალხს, ნახოს”– განუცხადა “ნეტგაზეთს” შარაშენიძემ.
კომენტარები