პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი საკუთარი ძმის ოჯახოს ისტორიას გადმოსცემს, რომლებიც კიევში ცხოვრობენ და ყოველი დაბომბვის დროს ბუნკერს აფარებენ თავს :
“ჩემ ძმას და რძალს ველაპარაკები პერიოდულად. კიევის გარეუბანში ცხოვრობენ. კატა ყავთ. პირველი დაბომბვის დროს სააბაზანოში დაიმალა და მის გარეშე მოუწია ოჯახს ევაკუაცია. მერე ძმისშვილი შეიპარა სახლში შუაგულ სროლაში, კატა იპოვა და თან ჰყავდა. 1 თვე იყო მარტო აბაზანაში და გაძლო.
დღეს ყველა ერთად სახლში არიან, მათი დასახლება სრულიად დაუცველია, არც სარდაფი აქვთ და არავინ არსად წასვლას მაინც არ აპირებს. ყველა ერთადაა. მეტროს სადგურები სავსეა უკვე ხალხითო. ეს ჩვენი კატა კი სირენამდე გრძნობს თუ დაბომბვა იწყება და წრიალს იწყებს, გრუხუნის ხმაზე კი ისევ აბაზანაში გარბის. აი ამას მიყვება ჩემი ძმა, როცა მე სრულ ისტერიკაში ვუკივი რომ სადმე უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ. იქით მაწყნარებს ნუ გეშინიაო.
მეგონა ვიცნობდი ამ ხალხს.
ესენი ვინ ყოფილან!”
კომენტარები