თადარიგის სერჟანტრი, ლევან ჯანგირაშვილი:
“მე, თადარიგის მასტერ სერჟანტი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2006- 2007 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გატარებულმა რეფორმებმა და ჩატარებულმა სწავლებებმა ძირეულად შეცვალა ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი! სულ არ მაინტერესებს კეზერაშვილი და ღობეგლეჯიაშვილი, მე მაგ პერიოდში ვიყავი სამანევრო ქვედანაყოფის ჯარისკაცი და ეს წლები იყო მთელი ჩემი სამხედრო კარიერის საძირკველი! ვიცი, რომ ამ სტატუსს ბევრი სამხედრო კითხულობს, მოქმედი და ყოფილი, მაგრამ იცოდეთ, ჩვენი მონური დუმილი თითო თითოდ აცლის აგურებს იმ კედელს, რომელსაც ჩვენი შვილების მომავალი ჰქვია! წაიღეთ ეხლა ეს პოსტი და განიხილეთ თათბირზე, ოღონდ ხანდახან რომ შეგრცხვეთ, არ იქნება ცუდი! მეცოდება ის ადამიანი, ვისაც საკუთარი აზრის გამოთქმისა ეშინია, ის არის მონა და ვერასოდეს იქნება მეომარი! არ გამომიხტეთ ეხლა აქ და ძმაუ, ჩვენ ოჯახებს მერე შენ არჩეეენ, არ დამიწყოთ! ეხლაც უმუშევარი ვარ, “დრუჟბა” და ნიჩაბი არ გამიგდია ხელიდან, მაგრამ ვერავინ მეტყვის ადექი და იქით გადაჯექიო! მეცოდებით. მართლა, გულწრფელად.
პატივისცემით, ლევან ჯანგირაშვილი.”
კომენტარები