დავით დოაიშვილმა ახალი თეატრთან განაცხადა:
“ველოდი უფრო ადრე… მე წავალ თუ მოვალ, მთავარი არ არის, მთავარი არის, რომ გამოუშვით პოლიტპატიმრები, გამოუშვით სასწრაფოდ! იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ ჩვენთვის, ჩვენი თეატრისთვის, კონკრეტულად, როცა შემოვიდნენ და დაიჭირეს ჩვენი სისხლი, ხორცი, ანდრო ჭიჭინაძე და ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრებას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. თუ მე ვარ ხელმძღვანელი, თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, სანამ ანდროს არ გამოუშვებდნენ, ამიტომ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. გასაგებია, მისაღებია, ყველაფერი ჩემთვის ნათელია. მე არ ვიცი, ხვალ მე თვითონ რა პერფორმანსი, რა სპექტაკლი უნდა გავაკეთო, ან რა უნდა შევქმნა ამაზე დიდი, ვიდრე ის ისტორია, რაც მაჩუქა ღმერთმა.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კომენტარები