ნათელა ჯიმშელაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“უბედნიერესი ვარ, მე ცოტნე გამსახურდიას მომვლელი მქვია…
სანამ ცოტნე გამსახურდია ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებოდა მისმა მეუღლემ ანა ჯაბაურმა სათანადო ზომები მიიღო რომ თავის ბინაში ყველანაირად კომფორტული გარემო შეექმნა ცოტნეს უმაღლეს დონეზე მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. გიორგი და კონსტანტინე გამსახურდიების თანადგომით და დახმარებით შეიძინა სათანადო სპეციალიზებული ინვენტარი ( საწოლი, სავარძელი, სპეციალური აპარატურა….), მოიწვია მასაჟისტი, მწვრთნელი, ფიზიოთერაპევტი, მომვლელი (მე) 24 საათიანი გრაფიკით…. ექიმიც თვითონ არის და ექთანიც….
ანა ერთი წუთით არ სცილდება ცოტნეს, უვლის, ბავშვივით ეფერება, ესაუბრება მხოლოდ პოზიტიურ ამბებზე, მუდმივად აკონტროლებს ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ღამის განმავლობაში სულ ორიოდე საათი სძინავს, თუ არ შევახსენე რომ მთელი დღის მშიერია, ჭამაც ავიწყდება, მოკლედ, გაოცებული ვარ ამ ერთი შეხედვით სუსტი და ნაზი გოგოს ნებისყოფით და ენერგიით.
ჩემი დის ნინოს ნაამბობი:
როდესაც ცოტნეს სანახავად მივდიოდი ხოლმე აჯიბადენის საავადმყოფოში, უნებლიედ თურქი ექიმების საუბარს შევესწარი. ანასთვის სასტუმროში ცხოვრება შეუთავაზებიათ , ღამე მაინც ადამიანურად დაიძინებო, მაგრამ ანა არ დათანხმდა, მე აქ დასასვენებლად კი არა ვარ ჩამოსული, ჩემი ადგილი ცოტნეს გვერდით არისო…პალატასთან სკამებზე იძინებდა თურმე როდესაც ცოტნესთან არ უშვებდნენ….
ანა ჯაბაურს, რომელსაც მტერი არასოდეს ჰყოლია, ცოტნეს ერთგულების გამო ისეთი ხალხი მოეკიდა მტრად, რომელიც ყველაზე დიდ მადლობას უნდა ეუბნებოდნენ (მიმხვედრი მიხვდება), ამის ნაცვლად კი ათას საძაგელ და უაზრო ჭორს უგონებენ და უვრცელებენ. არადა აი ასეთია ანა თავმოყვარე, მაგრამ არა ქედმაღალი, ამაყი, მაგრამ არა ამპარტავანი, საუკეთესო მშობლების საუკეთესო და ყურადღებიანი შვილი, შესანიშნავი დედა და საერთოდ, უზომოდ მიზანდასახული და მებრძოლი ადამიანი..
ღმერთო, მიეცი სულიერი ძალა და გამძლეობა ამ ღვთისნიერ ადამიანს!!!
ანა გმირი ქალია, მჯერა რომ მისი თავდადებით და ძალისხმევით მალე გამომჯობინდება ჩემი სათაყვანებელი პრეზიდენტის ვაჟი…
მადლობა ანა….”
კომენტარები