ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 43-ე პლენარული სესია 25 ოქტომბერს გაიხსნა, მისი მუშაობა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
“მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოლიგარქი მართავს და რომელსაც რუსეთმა გენოციდი მოუწყო” – ასე მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, თათია ნიკოლაიშვილმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონაწილეებს.
“მე ვარ საქართველოდა, ქვეყნიდან, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა და ახლა კიევს ბომბავს. მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც რუსეთმა მოუწყო გენოციდი, დროებით წაართვა ტერიტორიები. მათმა ე.წ ტერორისტულმა არმიამ, გაანადგურა ჩვენი ხალხი, სოფლები აგვიწიოკა ოჯახები და არ წუთებშიც მავთულხლართებს აბამენ საქართველოს ტერიტორიაზე. ვარ ქვეყნიდან, რომლის ხელისუფლებამ, ამ ტერორისტებთან მებრძოლი მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი ტყვედ აიყვანა პუტინის საამებლად და ციხეში წამებით კლავს. მე ვარ ქვეყნიდან, რომელსაც ჰყავს არაფორმალური მმართველი რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვინდა გადაგვიყოლოს უკანასკნელმა იმპერიამ. უკრაინა გაიმარჯვებს და ეს ნიშნავს, რომ გაიმარჯვებს ცივილიზებული სამყარო, რომლის ნაწილიც გინდა, რომ ვიყო. ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ვართ ევროპელები”, – ამბობს დეპუტატი.
კომენტარები