პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა:
,„არ ვიცოდი, რომ საქართველოში ამდენი გამომძიებელი იყო. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ რომ გავხდე. პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და უფრო წავიდოდა წინ ეს საქმე. მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, არაქართული და მგონია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა არის აღიარება და მონანიება. ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ასე გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები არა ტყუილით, დამალვით და ჯგუფური ძალადობით.”
კომენტარები