სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე :
“ლექსო ლაშქარავას ფიზიკური ანგარიშსწორება სპონტანურად არ განხორციელებულა. შესაძლებელია ის ამ შემთხვევაში ყველაზე მძიმე მსხვერპლი აღმოჩნდა თავდასხმის, მაგრამ ჟურნალისტებზე თავდასხმა იმ დროს იყო წინასწარ დაგეგმილი. ადამიანებს ალტ ინფოს წარმომადგენლებმა საჯაროდ, ტელევიზიით დაუძახეს და უთხრეს, რომ იქ უნდა მოსულიყვნენ იმის გამო, რომ ეცემათ ჟურნალისტები.
თავდასხმას ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, წამხალისებლები , რომლებიც არც ერთი მათგანი დასჯილი არ არის, მიუხედავად მათ მიმართ არსებული საჯარო მტკიცებულებებისა. ამიტომ მე ვერ ჩავთვლი, რომ მართლმსაჯულება აღსრულდა.” ამბობს ნინო ლომჯარია
კომენტარები