ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონი დათო, რა ახირება, რა თვითმიზანი ჰქონდა ხელისუფლებას, რომ ყველაფერი გაკეთეს „აგენტების კანონპროექტის“ პირველი მოსმენით მისაღებად, თავიანთი ჯინაზე გაიტანეს, როცა უამრავი ხალხი ქუჩაში იყო და კანონპროექტის შეჩერებას ითხოვდა?
– ხელისუფლებაში როდესაც ხალხის მხარდაჭერით არ იმყოფები და ერთი ადამიანის ახირების გამო ხარ, ავტომატურად ხალხის ინტერესებს არ ითვალისწინებ, მონურად ემსახურები იმ მოცემულობას, რომელშიც გაყენებენ. რამხელა სირცხვილი ნახეს ახლა?! საბოლოდ გამოვიდა, რომ მარტო ღილაკზე დამჭერები არიან. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს არ გააჩნიათ არავითარი ღირსება, ხალხის ინტერესებს არ ითვალისწინებენ. საქართველოს პარლამენტი დღეს არ შეესაბამება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. ხომ ვხედავთ, ქართველი ხალხის პრინციპულობა როგორ განსხვავდება ჩვენი დეპუტატების „პრინციპულობისგან“. აი, ეს არის, ამ მხრივ, ყოველთვის შეუთავსებლობა იქნება. ამიტომ, მათ ეზიზღებათ ქართველები. კანონი უკან როდესაც გაიწვიეს, მეორე დღეს ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციას ვუყურე… გაფითრებული სახე ჰქონდა… კობახიძეს სახეზე აწერია, მის ყველა განცხადებაში, მის ინტერვიუში აშკრად ჩანს, რომ ეზიზღება ეს ხალხი, ეზიზღება ახალგაზრდობა, ეზიზღება, რადგან გამოვიდნენ ქუჩაში და მისი მონური დამოკიდებულება არ გაიზიარეს.
– მონას თავისუფალი ადამიანი ყოველთვის ეზიზღება, ვერ იტანს თავისუფალ ადამიანს. ესენიც ეგრე არიან?
– აი, ეგ არის. ამიტომ, არ ესმით ამ ხალხისა, ამ ახალგაზრდებისა, ამ ლამაზი და ლაღი ბავშვებისა. ესენი არ დადიან კომკავშირული იდეოლოგიით დატვირთულები, ესენი არ დადიან იმით, რითიც ეგენი არიან გაზრდილები. თვითონ კომკავშირელები შეიძლება არ იყვნენ, მაგრამ ოჯახები ჰყვდათ კომკავშირელები და კომკავშირული სულისკვეთებისანი. თვითთონაც ასეთები გამოვიდნენ – ყველაფერს ქართულს დასცინიან, მარტო კომფორტულად ყოფნა რომ უნდათ სახელმწიფოს ხარჯზე. მამული, სარწმუნოება, ქვეყნის მსახურება, ღირსება უცხოა მაგათთვის, რადგან მათში ფული არ იხდება. რაშიც ფული არ იხდება, რაც მხოლოდ სულიერია, მათ არ მოსწონთ, ვერ გრძნობენ და ვერც ვერასდროს გაიგებენ. სული ამოცლილი აქვთ და აქედან გამომდინარე, ისინი ხალხის მიერ ბოძებული მანდატით საქართველოს ხელისუფლები ვერასოდეს იქნებიან. იმან, საბოლოო ჯამში, ეს დეპუტატები კარგად გამოიყენა. ამათ ეგონათ, რომ ივანიშვილისთვის რაღაცას წარმოდგენდნენ და დავინახეთ, მისთვის ჩეულებრივი სავაჭრო ნივთები ყოფილან, მისთვის კაპიკის ფასი აქვთ და ეს ივანიშვილმა არც დამალა. მიაყენა და რასაც 2 დღით ადრე მხარი დაუჭირეს, იმის საწინააღმეგოდ მისცეს ხმა. მის პრემიერ–მინისტრზე, მის გაზრდილ ირაკლი ღარიბაშვილზე რაც თქვა, ის ხომ გახსოვთ? რაც გინდა, ის დაუძახეთო. ახლა წარმოიდგინეთ, დეპუტატებს რა სიტყვებით ამკობს. ესენი დეპუტატები და პოლიტიკოსები არ არიან, 78 ჩლიქოსანია, ნახირია, მეტი არაფერი. ისე, ცხვრის ფარა უფრო მოუხდებათ, ფარა უფრო მორჩილია.
– ბევრმა ისეთმა ადამიანმა შეირცხვინა თავი, რომელთაც პოლიტიკაში მოსვლამდე ხალხის სიყვარული და პატივისცემა არ აკლდათ: ელისო ვირსალაძემ, ქეთი დუმბაძემ, ვიქტორ სანიკიძემ, ლავან კობიაშვილმა და ცხადია, მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც მთელი არ მარაზმის სათავეში იყო.
– კი, სამწუხაროა, რომ ხალხის სიყვარული ბიძინა ივანიშვილის ახირებაზე გაცვალეს. თუმცა, დავით სერგეენკო, რომელიც ამათზე ახლობელი ადამიანია ივანიშვილისა, მისი ოჯახის ექიმი იყო, პრინციპული ადამიანი აღმოჩნდა და არ მისცა იმ კანონს ხმა. ირაკლი კოვაზანაძე პროფესიონალი ადამიანია და არ მივიდა იმ სამარცხვინო სხდომაზე საერთოდ. მე ვიცი, იქ რაც ხდებოდა. ტელეფონებზე რეკვა, დეპუტატების მობილიზაცია… ყველას გაფუჭება რომ უნდათ, ეგეთი გამწარებული რეკვები აქვთ–ხოლმე, ხომ უნდა მიხვიდე, ყველა ხომ უნდა გასვარონ. მე ეგ ხომ უკვე ნანახი მაქვს, სამწუხაროდ, ადრეც, ახლაც, ბევრ ადამიანს აქვს ისეთი კანონისთვის ხმა მიცემული, რომელსაც მთელი არსებით ეწინააღდეგებოდნენ. დღეს ყოფილ ჩემს კოლეგას დემოკრატია გაახსენდა, გული აუჩუყდა დემოკრატიაზე. ის მაინტერესებს, მაგისთანა უვარგისებთან ერთად ხელს რომ აწერდა პარტიიდან ჩემს გარიცხვას, მაშინ რატომ არ გახსენდა დემოკრატია და მაშინ რატომ არ შერცხვა?!
– ვის გულისხმობთ, ბატონო დავით?
– თამარ ჩუგოშვილს ვგულისხმობ, გული რომ აუჩუყდა ახლა დემოკრატიაზე. ირაკლი კობახიძესთან და დიტო სამხრაძესთან ერთად რაიმე დოკუმენტზე ხელს რომ მოაწერს, ასეთ ადამიანს რაღა უნდა ველაპარაკო მაგის მერე? „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ჩუგოშვილმა ხელი მოაწერა პარტიიდან ჩემს გარიცხვაზე და მხოლოდ იმიტომ, რომ პრემიერ–მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადაყენებას მხარი არ დავუჭირე. კვირიკაშვილი ყველაზე დამოუკიდებელი და პროდასავლელი პრემიერი იყო „ქართული ოცნებისა“. არა, ის არ უნდოდათ. ეს მონა პრემიერები უნდოდათ? დღეს თამარ ჩუგოშვილი იცავს დემოკრატიას?! სირცხვილია. მერე, თვითონაც გამოიქცა პარტიიდან, გვიან მიხვდა, რა გადამგდებები იყვნენ, არც ერთი მნიშვნელოვანი დაპირება არ შეასრულეს. ჩემნაირი ხალხი რომ ჰყოლოდათ გვერდით, ისინიც, ვინც მოსამრთლეთა კანონის გამო დატოვეს პარტია, ლევან გოგიჩიშვილი, ეკა ბესელია, გედი ფოფხაძე, ცხონებული თამაზ მეჭიაური და სხვები, ვინც იმიტომ გაუშვეს, რომ ჩემსავით მონებად ვერ ამუშვეს, ასეთ დღეში არ იქნებოდნენ, რადგან ბევრი დაპირები შესრულდებოდა. ამ ხალხის წამოსვლა, რომ მათთვის არაფრის სიგნალი არ იყო და ეგონათ, ეგენი მართლა რაღაცას წყვეტდნენ, მაგის მერე გამოჩნდა, რეალურად რას წარმოადგენდნენ. ლეღვის ფოთლად ჰყავდათ გამოყენებული ჩუგოშვილისთანა ფსევდო–დემოკრატები, მაგათ უკან იყო ამოფარებული „ქართული ოცნება“.
კომენტარები