“შეაჩერე.კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
“მე ვხვდები, რატომ სჭირდებათ ადამიანებს სახლში ცხოველები…
ყველა, ვინც მე ყველაზე მეტად მიყვარს – ზოგი წვეთობით, ზოგი ყლუპყლუპად, ზოგი გრამობით – მაცლის ენერგიას…
კოწიკო მარტო ფეხის თითებზე მკბენს თავისი კბილუნებით და სულ ეგ არის…
კოწიკოს სჭირდება, რომ მიყვარდეს და არასდროს არაფერს მისაყვედურებს…
არასდროს მატკენს გულს…
სიყვარული მარტო ადამიანებს შეუძლიათ, მაგრამ, რაც შეუძლიათ ამ არსებებს, სიყვარულზე მეტია…
არ ვიცი, რა ჰქვია, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან კარგი და თბილია…
ალბათ, ამიტომ სჭირდებათ ადამიანებს კატები და ძაღლები…
კატები და ძაღლები კი არა, დღეს ისე მომინდა ზღაპარი…
მომინდა, რომ ყველა ნივთი გასულიერებულიყო სახლში და გვესაუბრა ათას ამბავზე…
ყველას ხომ თავისი თავგადასავალი აქვს სამყაროში?!
როგორ მაინტერესებს, რას მომიყვებოდა ჩემი ჩინური ქოლგა, რომელიც 80 წლისაა…
ბებიაჩემის უზარმაზარი ბუფეტი, რომელიც, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შემოიტანეს კარის ჭრილში…
ტრილიაჟი, რომელსაც ვახსოვარ იმ ასაკში, როცა მამიდაჩემის საყვარელ სუნამოს ვურახუნებდი, რადგან სხვანაირად ვერ გავხსენი…
ბებიაჩემის დედის ნამზითვ, წითელი ხის “ეტაჟერკას”…
უჰ, რა ამბებს მომიყვებოდა ეს ბებერი…
მოკლედ, აუხდენელი სურვილების კიდობანს მოვხსენი თავი…
ეს რა სურვილებიაო, იტყვის მავანი…
სულელი მავანი…
ხმამაღლა ვინ ამბობს ყველაზე დიდ სურვილებს, მავანო?
ან აქვს კი სურვილები ადამიანს, რომელსაც კატა ჰყავს?
მეტი რა უნდა სჭირდებოდეს? ?❤
ტკბილი ძილი და ლამაზი სიზმრები, დაღლილებო და კეთილებო…”
კომენტარები