უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საგანგებო მიმართვას ავრცელებს და ამბობს:
ძვირფასო მებრძოლებო,
დღეს რუსეთმა ჩვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიას შეუტია, ჩვენმა ჯარისკაცებმა დაიცვეს. ის ადგილები, რომლებსაც მტერი თავგამოდებით უტევდა. მაგალითად, კიევის შემოგარენში – ეს დედაქალაქს მეტ თავდაჯერებულობას მატებს.
სამწუხაროდ, 137 გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ. მათ შორის 10 ოფიცერი.
316 ჯარისკაცი დაიჭრა. ჩვენს კუნძულზე, ზმეინიზე, რომელსაც ჩვენი ბიჭები ბოლომდე იცავდნენ.
გმირულად დაეცნენ, თუმცა მტერს არ დანებდნენ. დაღუპულებს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ. სამუდამო ხსოვნა მათ, ვინც უკრაინას თავი შესწირა.
მტერი არამხოლოდ არმიასა და სამხედრო ობიექტებს კი არა,, დასახელებულ პუნქტებსაც უტევს. ეს სილაჩრე არასოდეს გამართლდება. ბევრ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, მათ შორის თითქოს კიევი დავტოვე. მე ვრჩები კიევში, ჩემი ხალხის გვერდით. ჩემი ოჯახი და ჩემი შვილები უკრაინაში არიან.
ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით, მტრისთვის ნომერ პირველი სამიზნე ვარ, ნომერ მეორე კი ჩემი ოჯახი. ჩემი ინფორმაციით, კიევში მტრის დივერსანტები შემოვიდნენ. გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით და კომენდანტის საათის წესები დაიცავით.”
კომენტარები