შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთი კოვზიაშვილი:
“სამი დღეა “მედია” რომ აღარ ჰქვია უკვე ის ხალხი, ბუჩქებს ამოფარებული ყარაულობენ სხვისი ბედნიერების დღეს.
მდაბიო ჭორაობის უმაღლესი სტანდარტი კრიტიკასაც არ იმსახურებს, მაგრამ უბრალოდ მინდა ვიკითხო – არსებობს მშობელი ვინც შვილების ყველაზე ბედნიერ დღის საუკეთესო დღედ გადაქცევისთვის არ ვიზრუნებთ?
ალბათ კი არა და დარწმუნებული ვარ რომ არა!
ხო და, თუ ძალიან ნაძირალა არ ხარ, თუ უკვე ბოროტებისგან და ბოღმისგან სახე დაკარგული არ ხარ შეუძლებელია სამი დღე სხვის ბედნიერებაზე ღვარძლი ანთხიო.
და მაინც, თქვენს შვილებს, ჩემს შვილებს და შაბათი დღის მთავარ, ძალიან ლამაზ და პრინცესულ გოგოს ყველაზე დიდ ბედნიერებას ვუსურვებ.”
შეგახსენებთ, შს მინისტრმა 2 ივლისს, შვილის ქორწილი მცხეთაში, რესტორან მარანი ჰოლში აღნიშნა.
კომენტარები