დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა:
„მედიის მხარდაჭერა აუცილებელია. გუშინ მედიასთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ ძალიან ბევრი რამეა მედიაზე დამოკიდებული, რომ პანიკა არ შეიქმნას. რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოარაც ხდება, მაგრამ ეს არ არის შემთხვევათა დრამატული ზრდა, რომ პანიკა შევქმნათ ქვეყანაში. შემთხვევათა ეს ზრდა კონტროლირებადი და მართვადია“
სად გვაქვს პანიკის საფუძველი, ბატონო ამირან? უბრალოდ, ქვეყნის მთავარ კლინიკაში წვიმის წყალი ჩადის და უბრალოდ, ძალიან ბევრია დაინფიცირებული მედ. პერსონალი.
“ალია” შეგახსენებთ, ქვეყნის მთავარი კლინიკა ისევ გადასახურია. გამოყოფილი თანხით, მხოლოდ დამიწება, ვენტილაცია და სხვა აუცილებელი პირობა მოგვარდა. რაც შეეხება სახურავს, შენობაც და სახურავიც “ავერსისაა”, შესაბამისად, ჯერ ისიც ვერ გაირკვა, სახელმწიფო აიღებს მის გადახურვას თავის თავზე, თუ “ავერსი”. პრემიერი გახარია ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში დაპირდა კლინიკას ახალ შენობას – თუმცა, ჯერ დანაპირები არ ჩანს.
“ალიამ” გადაწყვიტა, სანამ ინფექციური კლინიკა ამ დღეშია, კოვიდთან დაკავშირებული ყველა ახალი ამბავი, ინფექციურის ამ ფოტოთი გააშუქოს, მანამ, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება.
კომენტარები