უკონტროლო ეპიდვითარება ციხეებში – “ტვ პირველის” ინფორმაციით, ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 70 პატიმარია ინფიცირებული.
ნაწილი თბილისის საავადმყოფოებში გაანაწილეს, მეორე ნაწილი ხონის ფსიქიატრიულში.
ინფორმაციას “პირველებს” ერთ- ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი აწვდის. გასამართლების ოჯახის წევრები კი გვიყვებიან, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორონავირუსის მასობრივი გავრცელების გამო, დახურეს ციხის მაღაზიები და აფთიაქები.
შეგახსენებთ, ციხეში ვირუსის გავრცელების შესახებ, პირველად ინფორმაცია, ადვოკატმა ნათია ჩხეტიანმა გაავრცელა.
კომენტარები