ჩინეთის სამედიცინო უწყებები აცხადებენ, რომ იაპონელი ექიმების მიერ გამოყენებული სამკურნალო საშუალება კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების გამოსაჯანმრთელებლად ეფექტური აღმოჩნდა. ამის შესახებ წერს GUARDIAN-ი.
ჩანგ სინმინმა, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ფავიპირავირი, რომელიც “FUJIFILM”-ის შვილობილმა კომპანიამ დაამზადა, წარმატებული შედეგი აჩვენა კორონავირუსთან ბრძოლაში. აღნიშნული მედიკამენტი 340 პაციენტზე გამოიცადა.
ჩანგის თქმით, აღნიშნულ პრეპარატს უსაფრთხოების უმაღლესი ხარისი და ეფექტურობა გააჩნია მკურნალობის ფარგლებში. იმ პაციენტებს, რომლებსაც შენჟენში უმკურნალეს ზემოხსენებული მედიკამენტით, 4 დღეში კორონავირუსზე ნეგატიური პასუხი აღმოაჩნდათ, ხოლო სტანდარტული მკურნალობის წესით კი საშუალო სიმძიმის დაინფიცირებული ადამიანები 11 დღეში გამოჯანმრთელდნენ. სარენტგენო გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფავიპირავირით მკურნალობის შემდეგ დაავადებულ პაციენტთა 91 %-ის შემთხვევაში დადგა ფილტვების მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგი.
იაპონიის ჯანმრთელობის სამინისტროზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძიმედ დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ აღნიშნული მედიკამენტი გამოუსადეგარია. უწყების მაღალჩინოსანთა განცხადებით, პრეპარატი ვერ აჩვენებს ეფექტურობას და გამოჯანმრთელების ინტენსივობა იკლებს, თუ ადამიანს კორონავირუსით გამოწვეული ძლიერი სიმპტომები აღენიშნებათ.
ნიუპოსტი
კომენტარები