დღეის მდგომარეობით პრაქტიკულად სავსეა საწოლფონში, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკაძემ განაცხადა.
მან მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციაში უფრო აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
„რა თქმა უნდა, მედიკოსები ძალისხმევას არ იშურებენ, მაგრამ მათი რესურსებიც პიკზეა, ამოწურვადია და შეიძლება ერთხელაც მოხდეს ამ რესურსის ამოწურვა. ამიტომ, უნდა მოუფრთხილდეთ. მოვუწოდებ მოსახლეობას ატაროს ნიღაბი, გაიკეთოს ვაქცინაცია, რაც მოგვცემს იმას, რომ ერთად დავასრულებთ პანდემიას“, – განაცხადა ჩიმაკაძემ.
კომენტარები