დღეს კლინიკა მედიმ, დააგზავნა მესიჯი მომხმარებელთან, რომელთა უმეტესობა „მედიში“ ეპილაცისთვის, მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად და სხვა ამ ტიპის მომსახურებისთვის მიდის:
„მედის სათაო კლინიკა განაახლებს მუშაობას, მოპოვებული სპეციალური ნებართვის თანახმად, რეკომენდაციების სრული დაცვით“
„მედიმ“ მესიჯები დააგზავნა თუ არა, “ალიას” ტელეფონები არ გაჩერებულა – უამრავი ადამიანი გვირეკავს, ერთნი კითხულობენ, თუ „მედის“ აქვს ნებართვა, სილამაზის სალონებმა რა დააშავეს და სხვაგან რატომ არ შეიძლება გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება?
მეორე ნაწილს აინტერესებს – რა ახალი რეკომენდაციები გასცა მთავრობამ ასეთი, რაც არ იციან თავად და „მედიმ“ იცის.
მესამე ნაწილი გვირეკავს და გვეკითხება, მართალია თუ არა, რადგან „მედის“ ტელეფონის ნომერი დაკავებას უჩვენებს და ვერ ახერხებს დარეკვას.
“ალიასაც” გაგვიჭირდა მესიჯში მითითებულ ნომერზე დარეკვა, როგორც იქნა, მოვახერხეთ და გაირკვა, რომ „მედიმ“ მოიპოვა გადაუდებელი სტომატოლოგიური დახმარების გაწევის უფლება.
გადაუდებელი სტომატოლოგიური დახმარების გაწევა კარანტინის პირველივე დღიდანვე არ არის შეზღუდული – შესაბამისად, თუ ჰქონდა სტომატოლოგიური განყოფილება „მედის“, ისედაც ექნებოდა მას გადაუდებელი სტომატოლოგიური დახმარების გაწევის უფლება და არაფერი სიახლე ეგ არ არის.
შესაბამისად, აურზაური რომელიც „მედის“ მესიჯმა გამოიწვია – არაფრის გამო მოხდა.
სამაგიეროდ, დღეს უამრავი მომხმარებელი გაიგებს, რომ „მედის“ აქვს სტომატოლოგიური მომსახურება და “ალიამაც” არაერთი საათი დავკარგეთ.
შეიყვანა თუ არა შეცდომაში „მედიმ“ მომხმარებელი – ამ კითხვას თავად მომხმარებელი გასცემს პასუხს.
თავის მხრივ, „მედის“ ოპერატორი დაგვპირდა, რომ სხვა მესიჯსაც დააგზავნის, სადაც ამ შეცდომას გამოასწორებს.
ალია
კომენტარები