ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლე, უკრაინულ მხარეს მეუღლის წამებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ, ოქსანა მარჩენკომ რუსეთში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ის ამტკიცებს, რომ უკრაინის დაზვერვის ქვედანაყოფები წამებას სასურველი ჩვენების მისაღებად იყენებენ.
ვარაუდის გასამტკიცებლად კი, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, ვადიმ დენისენკოს განცხადება გაიხსენა, რომელიც ამბობდა, რომ მედვეჩუკისგან უკრაინულ მხარეს ჩვენება აუცილებლად უნდა მიეღო.
“ვადიმ ბოიჩენკოს განცხადება ადასტურებს უკრაინის ხელისუფლების სურვილს, ვიქტორზე ზემოქმედების აკრძალული ფიზიკური მეთოდები გამოიყენონ, რათა საჭირო განცხადებები მიიღონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი აპირებენ ან უკვე აწამებენ…
ჩვენ გვაქვს სერიოზული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ უკრაინის დაზვერვის ქვედანაყოფები ნამდვილად იყენებენ წამებას პოლიტპატიმრებისგან სასურველი ჩვენების მისაღებად. ეს მსჯელობა ემყარება ფაქტებს და ასევე დაფუძნებულია ვიქტორის თანამშრომლების პერსონალურ ჩვენებებზე, რომლებიც თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში დააკავეს”, განაცხადა მედვედჩუკის მეუღლემ.
შეგახსენებთ, რომ , მედვეჩუკი 12 აპრილს უკრაინულმა მხარემ დააპატიმრა, რის შემდეგაც ვოლოდიმერ ზელენსკიმ, კრემლს მისი ტყვეებში გაცვლა შესთავაზა.
კომენტარები