მამა პეტრე კოლხი, სოციალურ ქსელში, წერს:
“გლდანის რაიონში, დევნილების კორპუსში მეექვსე სართულიდან 18 წლის ბიჭი გადმოხტა. მეოთხეზე რკინის მოაჯირმა შეაფერხა, რასაც ჩაებღაუჭა. ძალიან მოინდომა გადარჩენა, მაგრამ სხეულმა ვერ გაუძლო და მიწას დაენარცხა…
დარწმუნებული ვარ, ის წამები, როცა მოაჯირს ებღაუჭებოდა, მის საქციელს ნანობდა…
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმედია წესის აგება შესაძლებელი გახდება!..
ტრაგედია ის არის, რომ ასეთ პატარა ასაკში, სიცოცხლე არ გვინდება!..”
“ალია” შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, გლდანში მოზარდი მეექვსე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. სწორედ, ამ შემთხვევაზე წერს, როგორც ჩანს პეტრე კოლხი.
კომენტარებში, წერენ:
ირაკლი ანთიძე:
“შენ მიზეზ თუ ეძებ წესის აგების საჯაროდ რატომ ბოდავ? ცოდვის გამართლება გინდა ჩვენი თანხმობით და ამას მღვდელი აკეთებ? გაიხადე ეგ კაბა და იყავი კოუჩი, ახალი ტალღის თეოლოგი ან უფრო მარტივი ასო-ორგანიზაციი სპიკერი. იმის მაგივრად უფალს ელაპარაკო შუა წირვაზე ლექსებს წერ …. არ გრცხვებია ბოლო ბოლო ამდენ გონებაახდილ რომ ღუპავ? ეგებ შენს პოსტში მოყოლილმაც დაგაფიქროს და გონებას ჩაებღაუჭო თორემ შენი წესის ამგები ვინ იქნება?”
ნი გეგელაშვილი:
“ძალიან სამარცხვინოა ეს პოსტი და ეს კომენტარები! სამარცხვინოა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, ტოქსიკური ინფორმაციით ტკბობა და სხვისი განსჯა!არ იცით თქვენ გადმოხტა თუ გადმოვარდა, ან რას ფიქრობდა და რას ებღაუჭებოდა და არ შეიძლება ყველაფრის რელიგიურ ჭრილში ჩატენვა!”
ია ნადირაძე:
“ჩემმა ნათესავმა, 20 წლის ბიჭმა მოიკლა თავი რამდენიმე წლის წინ. მტკვარში გადახტა, 28 დეკემბერს. მეგობრების თვალწინ… მიშველეთო კი დაიძახა…. გაიგეს… არ აუგეს მაინც წესი”
სოფო მუხაძე:
“ეს ამბავი ჩემს წინ კორპუსში მოხდა დღე დაახლოვებით 4 5 საათზე ბავშვის დედა ჩემი შვილების ექიმია . ეგ არავინ არ იცის გადმოვარდა თუ გადმოხტა. საშინელება ტრიალებს. და არც დევნილების კორპუსი არ არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსია.”
ნანა კუხიანიძე:
“ვინმე ამიხსნის რატომ არ უგებენ წესს თვითმკვლელებს?? მართლა მაინტერესებს.მგონი მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ მიტევება,როცა სუიციდი უმძიმეს ცოდვად ითვლება”
კომენტარები