თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის, გარდაცვალებაში ბრალდებულ ვიოლეტა ინასარიძეს 4 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც მედიკოსმა ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.
ბრალდების მხარე ინასარიძითვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ადვოკატი კი პროცესზე აცხადებდა, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა. საბოლოოდ მოსამართლემ გირაოს თანხად 4 ათასი ლარი დააწესა.
ვიოლეტა ინასარიძეს პროკურატურამ ბრალი გუშინ დაუმძიმა. მას პაციენტის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას ედავებიან, რამაც სიკვდილი გამოიწვია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ინასარიძეს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები