რატომ დაუკეტეს გია ნადარეიშვილს აფთიაქი?
ორიოდე კვირის წინ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე „ალიას“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ცნობილმა ჰომეოპატმა გია ნადარეიშვილმა. წერილში მთავარ შეკითხვაზე, დაამზადა თუ არა გია ნადარეიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით წამალი, მან ღიად განაცხადა: „დიახ, მე დავამზადე ჰომეოპატიური პრეპარატი, აი, აგერ დევს თქვენს თვალწინ ეს წამალი, იმდენია, მთელ საქართველოს ეყოფა. ზოგიერთმა პარლამენტარმა უკვე დამირეკა და მკითხა, გია, გააკეთე წამალიო? კი, გავაკეთე. თქვენ პირველი ჟურნალისტი ხართ, ვისაც ამას ვეუბნები“. მისი ეს პასუხი, არც მეტი, არც ნაკლები, სიტყვა-სიტყვით დაიბეჭდა. გამოქვეყნებისთანავე ატყდა მობილურზე რეკვები. სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელდა ეს ინფორმაცია. 70 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა და გააზიარა. როგორც ხდება ხოლმე, ბევრმა ირწმუნა, ბევრმა – არა, მაგრამ, როგორც მითხრეს, ნადარეიშვილის კლინიკას და აფთიაქს ასეულობით ადამიანი მიაწყდა. ეს ბუნებრივიცაა. ხალხის დიდი ნაწილი ეიფორიაშია. დედაქალაქში პანიკური შიშია. მოსახლეობას აინტერესებს, იქნებ ნადარეიშვილის ჰომეოპატიურმა წამალმა თანამედროვე მედიცინაზე მეტად მოახდინოს სასწაული და დედამიწაზე კორონავირუსი დამარცხდეს?
„ალიას“ ერთგული მკითხველისა და ფართო საზოგადოების ინტერესი ამ თემაზე გავითვალისწინეთ და, მიუხედავად მოუცლელობისა, ბ-მა გია ნადარეიშვილმა ორიოდე კითხვაზე გაგვცა პასუხი.
–ბატონო გია, თქვენი დამზადებული წამალი, როგორც მითხრეს, ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძინა. უამრავი ხალხი მოდის თქვენთან ვიზიტზე. ასევე ცოცხალი რიგებია თქვენს აფთიაქთან.
-რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი მოდის. ჩემს ექიმ მეგობარს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამჟამად საავადმყოფოში წევს და ჩემი დამზადებული წამლით მკურნალობს. ჩემს მიერ დამზადებულ გრიპის საწინააღმდეგო წამალს „ანტიგრიპინს“ დაემატა ექვსი კომპონენტი, რომელიც კორონავირუსის დასამარცხებლად ძალზე ეფექტურია. ამ წამალში, რაც მთავარია, არის იმუნიტეტის ასამაღლებელი კომპონენტი, რომელიც მთავარია კორონავირუსის დასამარცხებლად. კორონავირუსი დედამიწაზე ახალი შტამია. შიში მაქვს, ისევ მუტაცია არ განიცადოს.
–ბატონო გია, თქვენი დამზადებული წამლით ვინმე გამოჯანმრთელდა?
-ბევრი ღებულობს. მათ შორის, როგორც გითხარით, ჩემი მეგობარიც და ვნახოთ. მაგრამ სამწუხაროდ, ორშაბათიდან ორი კვირით ჩემი აფთიაქი, რომელიც დიდ დიღომში, კლინიკა “იმედის” შენობაშია განთავსებული, იხურება.
-ქალაქში აფთიაქები მუშაობს. თქვენი აფთიაქი რა მიზეზით იკეტება?
-რთული კითხვაა. დაზღვევის მიზნით უნდა დავიკეტოთ ორი კვირით.
-ალბათ, გაგაფრთხილეს. პარლამენტარებს არ დაურეკავთ?
-არ დაურეკავთ. არც კარგი უთქვამთ და არც ცუდი.
-ვინმე ხომ არ გავიწროვებთ?
-არავის შევუწუხებივარ.
ათწლეულების განმავლობაში აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში, სადაც მოსახლეობა ძალზე ღატაკია და იქ სხვადასხვა ინფექციური დაავადება მძვინვარებს, ეს პრობლემა იმდენად დიდი იყო, რომ ათასობით კუბელ ექიმს, რომლებიც სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში მუშაობდნენ, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგათ. ისინი დაავადდნენ ინფექციური დაავადებებით. კუბის რესპუბლიკას დიდი ხარჯების გაწევა მოუწია იმის გამო, რომ კუბელი ექიმები დაებრუნებინა კუბაში და მოერჩინა მას შემდეგ, რაც ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო საშუალებების მასობრივად სიმბოლურ ფასად გაყიდვა დაიწყეს. სიმბოლური ფასები იმისთვის დაწესდა, რომ გადაერჩინათ კუბელი ექიმები და ამის ზუსტი აღრიცხვა მომხდარიყო. დღეს აფრიკის სამხრეთ ნაწილში ვირუსი უკვე დამარცხებულია და ბევრი ექიმი გადარჩა. იქ ასეთი დაავადებები კატასტროფულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს, რადგან მედიკამენტები ხელმისაწვდომ ფასებშია.
სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. ჩვენ კარგად ვხედავთ, ჩვენს ქვეყანაში მედიცინის სფერო გახდა მაყუთის გაკეთების საშუალება და დღევანდელ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს, ჩვენი ღარიბი მოსახლეობა ამ კატასტროფულად გაზრდილი წამლების ფასებს როგორ შეწვდება. ჩემი ეჭვითა და ვარაუდიდთ, ამიტომ დაუკეტეს გია ნადარეიშვილს აფთიაქი ორი კვირით მაშინ, როცა დედაქალაქსა და რეგიონებში ყველა სააფთიაქო ქსელი ფუნქციონირებს? როგორც ოფიციალურ კომენტარში ამბობენ, არსებობს რეგულაციები და სიტყვიერი გაფრტხილებები სხვადასხვა მსხვილი ტუ წვრილი ობიექტების დროებით შეჩერებისა. წვრილ საწარმოში, ხელისუფლების ზოგიერთი პირის თქმით, დამსაქმებელი ვერ უზრუნველყოფს ისეთ უსაფრთხოებას, როგორსაც ქსელური ობიექტები… საქართველოში შექმნილი ამ გაურგევარი ვითარებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი ქვეყანა სამხრეთ აფრიკის დონეზეა და კუბა გაცილებით მაღლა დგას ჩვენთან შედარებით.
ნანა სულავა
ალია №10
კომენტარები