“ქართული ოცნების” დეპუტატი , ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას მიმართავს : “გირაოს გადაიხდი, მეგობარო, ეს შენ გჭირდება” .
მიხეილ ყაველაშვილი კი აცხადებს, რომ თუ ნიკა მელიას კანონს არ შეასრულებს, “სათანადოდ დაისჯება” – ენმ-ს ლიდერს “ახლანდელ გამოჩეკილი ლიდერი” უწოდააქვე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ პროკურატურის გაფრთხილების მიუხედავად, გირაოს თანხას არ გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური 3 ნოემბერს მოიხსნა, მაშინ უწყებამ მას 50-დღიანი ვადა მისცა რომ ე.წ კანონდარღვევა 40 000-ლარიანი გირაოთი გამოესყიდა, ვადა დეკემბერში ამოიწურა. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ თანხა არ გადაუხდია, მაგრამ სამართალდამცველ უწყებებს მელია 1 თვის შემდეგ, თებერვალში, გაახსენდათ.
კომენტარები