გახარიას პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, ყოფილი პროკურორი, ნათია მეზვრიშვილი:
ე.ი. მარტივი ჭეშმარიტების თქმის გამო, ისეთი ხალხი განიხილავდა გუშინ ჩემს საამაყო წარსულს და აწმყოს, თვალი რომ გადავავლე იმათი წარსულის და აწმყოს წარმოდგენამაც კი შემაშინა, „მეგობრებო“, ცოტა ფრთხილად. ასე თამამიც არ ვიქნებოდი. ნათია მეზვრიშვილის ანგარიშზე ერთ უდანაშაულო ადამიანს, ერთ შესრულებულ პოლიტიკურ დაკვეთას და კორუფციულ ერთ თეთრს რომ იპოვით, შემდეგ გამოიარეთ.
მანამდე კი, ბელადომანია უნდა დასრულდეს. პოლიტიკურ პატიმარს უნდა ერქვას პოლიტიკური პატიმარი და დამნაშავეს – დამნაშავე. რაც მალე გაიაზრებთ ამას პოზიციაშიც და ოპოზიციაშიც და გეყოფათ ამის თქმის გამბედაობა, მით მალე დასრუდლება ეს პოლიტიკური ჭაობი და ეშველება ქვეყანას.თავისუფლება ნამდვილ პოლიტპატიმრებს!
კი, მიშას გვერდით ბიძინა უნდა იჯდეს სისტემური წამებისთვის, პოლიტიკური კორუფციისთვის და სახელმწიფოს ღალატისთვის.
კომენტარები