“გამარჯვებული საქართველოს” წევრი, მიშა კაჭკაჭიშვილი, რომელიც დღეს დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობდა, სოციალურ ქსელში, წერს:
“მოკლედ, დაუმორჩილებლობის აქციაზე მე და ნოა მანქანით მივედით, მანქანა პარლამენტის გვერდით გავაჩერე, მივედი აქციაზე, დაიწყო დაუმორჩილებლობის მარში და წავედით…
გავიარეთ რუსთაველი, პლეხანოვი, დიდუბე, მთელი ოქროს უბანი, ვორონცოვი და მივედით დედა ენის ბაღში. სადღაც 10 კმ ვიარეთ. ამომივარდა გული, ფეხზე ვერ ვდგავარ, აქით ნოა მექაჩება, იქით ვიღაც მეჯახება. მეთქი რაც არის, არის, თუ დაჯარიმებაა, ისედაც დამაჯარიმებენ, ყველა კადრში და ფოტოში მე ვარ და ჩემ იდენტიფიცირებას არაფერი არ უნდა. გული ამოვარდნილი, წნევამ ამიწია და მივდივარ მანქანასთან, რომ წავიდე სახლში.
ცუდად ვარ უკვე. ვაი-ვაგლახით გავიარე პატრულების კორტეჟები, ქაშუეთთან ამოვიარე, ვერ ვსუნთქავ, ვქოშინებ, პულსი მაქვს 300 და როგორც იქნა მივაღწიე მანქანამდე, ჩავჯექით მე და ნოა და დავიძარი. ვიფიქრე, პარლამენტთან დავტრიალდები, ჩიტაძით ჩამოვალ და წავალ სახლისკენთქო. ამოვდივარ აღმართზე და პატრულის სამი ეკიპაჟი მინთებს ფარებს. გადმოდის 2 თანამშრომელი და ველოდები, რომ მაჯარიმებენ. ფანჯარა ჩამოვწიე, პირადობა ამოვიღე და ის არის, უნდა მივაწოდო, რომ ჯარიმა დამიწეროს და ამ დროს მეუბნება: რა იყო, ისე ქოშინებ და ისე სუნთქავ, თითქოს ფეხით იარეო, აქით შეხვევა არ შეიძლება, მარჯვნივ წადიო…”
კომენტარები