ცოტა ხნის წინ, სინგაპურში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარული ბანკის, Credit Suisse- ის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქართველი მილიარდერი ბანკს 1,27 მილიარდ დოლარს ედავება.
ივანიშვილის ბრალდებით, ბანკმა ვერ დაიცვა მისი ინტერესები და ზარალის თავიდან ასაცილებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა.
ბიზნესმენის ჩვენება სასამართლოზე ვიდეო ჩართვით გადაიცემოდა. მისი ადვოკატების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი შეფასებით, ბანკის მიერ მიყენებული ზარალი 818 მილიონი დოლარის ნაცვლად 1,27 მილიარდ დოლარს შეადგენს.
“მეგონა მოვედი ექსპერტებთან, რომლებიც იმუშავებდნენ ჩემი კაპიტალისა და ჩემი ოჯახის დასაცავად“, – განუცხადა ივანიშვილმა სასამართლოს თარჯიმნის მეშვეობით.
წყარო – ამბები ჯი.
კომენტარები