ჟურნალისტი, თელარა გალანტია:
“არ ვიცი, რა ვთქვა – საქართველოს მთავრობაში ამკრძალეს
მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა – სიაში ჩავეწერე. მე-10 წელია მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა Nino Tskhadadze მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ – ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ. თან დაკვირვებაც აწარმოეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს (ვიცი, ნინო არაფერ შუაშია – უთხრეს და მითხრა) (BMG-იდან მარტო მე ამკრძალეს დღეს – სხვაზე არ აქვთ პრობლემა)…
გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმა (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ (კომენტარში დავდებ ლინკს)
Irakli Garibashvili მარტო მტერი გყავთ ირგვლივ – ყველა, მგონი, მხოლოდ იმას ცდილობს, რომ მაქსიმალურად ნეგატიური როლი გქონდეთ.
Nino Giorgobiani მეგონა, პრემიერის იმჯისთვის კარგი გინდოდა ნინო.
კომენტარები