რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებაზე საუბრისას, ამბობს:
“ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი შეთავაზება და ის დაკავშირებული იყო უამრავ გარემოებასთან, მათ შორის საკურორტო სეზონის დაწყებასთან.
გულწრფელად რომ ვთქვათ, რეაქცია რომელიც გადაწყვეტილებას მოჰყვა, ჩემთვის სრული სიურპრიზი იყო. მე მეგონა, რომ ყველა იტყოდა: მადლობა, კარგია, მაგრამ არა, ამ საკითხზე რატომღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი ამოვარდა, ძალიან უცნაურად და მოულოდნელად.”
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება 10 მაისს მიიღო. მოგვიანებით, რამდენიმე დღეში, საქართველოში ფრენის უფლება ორმა რუსულმა კომპანიამ Azimuth Airlines-მა და Red Wings-მა მიიღო. თავის მხრივ კი რუსეთში ფრენის უფლება მიეცა ქართულ Georgian Airlines-ს. რუსეთთან ფრენების აღდგენას პროტესტი მოჰყვა საქართველოში.
კომენტარები