ქართველმა ჯარისკაცმა, რომელიც ავღანეთში სიკვდილს სასწაულად გადაურჩა და ამერიკელმა მედიკოსებმა სიკვდილზე გამარჯვებული უწოდეს, ცოტა ხნის წინ ცოლი მოიყვანა. ივერი ბუაძემ სოციალურ ქსელში ჯვრისწერის ამსახველ ვიდეო გამოაქვეყნა.
წყვილმა ჯვარი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერა. მეჯვარე ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია იყო და ქორწილს ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.
კაპიტან ივერი ბუაძის რჩეული რუსუდან სიმონიშვილია. რუსუდანი სვეტიცხოვლის ეკლესიაში მგალობელია და ხელი სწორედ საცოლის დაბადების დღეზე ეკლესიაში სთხოვა.
27 წლის ჯარისკაცი, ივერი ბუაძე ავღანეთში მსახურობის დროს თვითმკვლელი ტერორისტის ნაღმზე აფეთქდა, რის შემდეგად კომაში ჩავარდა. ათეულობით ოპერაციისა და ორთვიანი კომის შემდეგ, მოულოდნელად გამოეღვიძა. ავღანეთის სამედიცინო ბაზიდან ის გერმანიაში გადაიყვანეს, იქიდან კი, ამერიკაში.
მას ამერიკელმა მედიკოსებმა სიკვდილზე გამარჯვებული შეარქვეს.
კომენტარები