ჟურნალისტი, პროდიუსერი, ნინო სტურუა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“მეხუთე დღეა ამ უმძიმეს რეალობას ვუყურებ…
საკმაოდ ასაკოვანი, სავარაუდოდ დედა-შვილი დასახლდა ჩვენს ეზოში, სკამზე….
შვილს როგორც ჩანს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ყოველ დილას,
6 საათზე, იწყებს დედასთან ჩხუბს, თან ხმამაღლა და ომახიანად.
უთენია კი, აბსოლუტურ სიჩუმეში, ამის სმენა უფრო შემზარავი და დამთრგუნველია…
საათობით ჩხუბობს შვილი, დედა კი თავდახრილი ზის და ხმას არ იღებს…
შეიძლება ერთხელ უთხრას, კარგი ახლა გეყოფაო…
მერე ჩუმდება ორივე და ასე სხედან გაუნძრევლად მთელი დღე და ღამე…
დღე და ღამე…
და რო ვერც ვერაფრით შველი, აი ლამისაა გამისკდეს გული”
კომენტარები