ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამერიკის საელჩოს განცხადებაზე საზოგადოების შეფასებებს ეხმაურება და წერს:
“ძალიან დიდმა სასიხარულო ამბავმა სულზე მოუსწროთ ამ ახალწლებზე აქაურ შადიმანებს – ე.წ. პარტიებისა და არამკითხე მოამბეების ასო-ების წარმომადგენლებს!
საქართველო გააკრიტიკა აშშ საელჩომ!
ჰოდა ამ დავარცხნილმა, ჩაფულიანებულმა კლასიკურმა მეხუთე კოლონამ უმალ შემოკრა ბუკ-ნაღარას ჯერ კიდევ საცივიანი ხელ-პირი!
უთენია იწყეს სიხარულით ჭყლოპინი ვიღაც ბუჩუკურებმა, გაუმაძღარმა ხუხაშვილებმა, გამონაშიმშილევმა ნაცებმა….
ამ შუაგულ ზამთარში საქართველოსადმი დასავლეთის მიერ “არ შერჩენის” მოლოდინში თან მოაყოლეს შემცივნული ხელების ფშვნეტა და ზეიმისათვის მზადებას შეუდგნენ!
კი მაგრამ თქვენ ცენტებსა და ხორცის ნაჭერში სამშობლოს გამყიდველებო!
რამ გაგახარათ, რამ აგაჭყლოპინათ?
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შესაძლო გაჭირვება გახარებთ არა?!
ვერ ეღირსებით!
როგორც იქნა საქართველოს ამ 30 წლის მანძილზე თქვენთვის სამწუხაროდ პირველად ეღირსა , რომ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ღირსებას მაღლა აყენებეს, ვიდრე პირადულს!
და შინაურის თუ გარეული ყოველ არასწორ შემოტევასა და უსამართლო კრიტიკას სათანადო დასაბუთებულ პასუხებს სცემს!
თქვენისთანა ფულის გამო ყველაფრის მკადრებლებისთვის ეს უცხოა, მაგრამ უნდა შეეგუოთ!
და დროა, ბოლოს და ბოლოს გააცნობიერთოთ, რომ ჩვენ უცხოელებისათვის ყველაფერზე თავის მქნევლებისა და მონების კი არა!
დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, დამოუკიდებელი!
მაგრამ შევა თქვენს ტვინში ეს ჭეშმარიტება ოდესმე?!
ვწუხვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ არასდროს!”
კომენტარები