“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი:
“ბევრი მეკითხება ხოლმე რას აკეთებდი უკრაინაშიო.
არასოდეს არ მისაუბრია ამაზე ხმამაღლა და არც ვაპირებ იქ ნანახი გავიხსენო. უბრალოდ მინდა რომ ომი მალე დასრულდეს.
2 თვე ნახევარი ვიყავი, ხან სად, ხან სად.
გუშინ ჩემმა მეგობარმა გადმომცა უკრაინის ხელისუფების ოფიციალური საბუთი, ჩემთან გაფორმებული და მადლობებიც. (ომის ვეტერანიც ვარ)
ეს არის მოხალისეთა ბატალიონის წევრობა.
კიევის და უკრაინის ტერიტორიის დაცვა.
დიდი ბოევიკი მე არ ვარ, არც არასოდეს ვყოფილვარ, მარააა რასაც ვაკეთებდი სიცოცხლის ფასად შეიძლება დამჯდომოდა თუმცა არ მადარდებდა რადგან ვიცოდი, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვიდექი და ამით ვამაყობ.
ისე როგორც იმ გმირებით ვინც იქ დაიღუპნენ.
“დიდება საქართელოს”
Слава Україні”

კომენტარები