მეკობრეებმა ნიგერიაში 10 მეზღვაური გაიტაცეს, აქედან 9 საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი – უკრაინის. ნიგერიის ეკონომიკურ ზონაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს თავს 30 აპრილს დაესხნენ. ამ დროისთვის გემზე 4 ქართველი მეზღვაური რჩება. გატაცებულების ადგილსამყოფელი კი უცნობია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი აქტიური მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, გემთმფლობელ კომპანიასთან და კანადის სახელმწიფოსთან ერთად. ასევე სააგენტო კომუნიკაციაზე რჩება გატაცებული მეზღვაურების ოჯახებთან.
კომენტარები