პოლიტიკური მოძრაობა „ დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას” წევრი, ლია მუხაშავრია, ეხმაურება დავით გარეჯის საქმეს და აცხადებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა პოლიტპატიმრები არიან.
“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბატონი მელაშვილი და ქალბატონი ილიჩოვა არიან პოლიტპატიმრები
იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესის დროს დაიწყო მათ წინააღმდეგ დევნა , რაც გადაიზარდა მათ დაპატიმრებაში. ასე რომ, ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ბრალდება არის უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელი.
მაგრამ, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე დღესვე ისინი გათავისუფლდებიან. მაგრამ ჩვენ ყველა, ვინც გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.
და რაც მთავარია, სწორედ საზოგადოების დაკვეთის და მედიის აქტიურობის შედეგია ის, რომ დაიწყო იმ ადამიანების დაკითხვა, ვინ ამ დელიმიტაციის საკითხებში თანამდებობრივად იყო ჩართული.”- ამბობს მუხაშავრია.
კომენტარები